ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდნენ, სადაც ილია მეორე მკურნალობს

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდნენ, სადაც ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე იმყოფება.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, ილია II სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას”, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები