წილოსანი – ოპოზიციის გაერთიანებაზე: ვიცით, რომ მათი ყველა გადაადგილება კონტროლდება გარედან, არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღება, გაერთიანება-არგაერთიანება

“სიმართლე არასდროს არ იმალება, მათ უკვე საჯაროდაც უწევთ იმის აღიარება, რომ გარედან დავალებული გაერთიანებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

კერძოდ, მან ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა.

„ამის ფონზე მათი უცხოელი პატრონები რომ კიდევ ფსონს დებენ ამ გაცამტვერებულ და სრულად დეგრადირებულ პოლიტიკურ გუნდზე, ამ უცხოელ ძალებზე კარგად მეტყველებს. ჩვენ ვიცით, რომ მათი ყველა გადაადგილება კონტროლდება გარედან, არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღება, გაერთიანება-არგაერთიანება, შესაბამისი პოლიტიკური პოზიციონირება, ყველაფერი გარედან გაწერილი პროცესია“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები