ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირზე: კარგად ხვდებიან, რომ არც გამჭვირვალობისა და არც „ოჯახური ღირებულებების“ კანონი საქართველოს მოსახლეობაში პროტესტს არ იწვევს

“ევროკავშირში კარგად ხვდებიან, რომ არც გამჭვირვალობისა და არც „ოჯახური ღირებულებების“ კანონი საქართველოს მოსახლეობაში პროტესტს არ იწვევს”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ეს რიტორიკა გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივი ზეწოლა მოახდინონ. ვხედავთ, რომ ფაქტობრივად სათქმელი აღარაფერი აქვთ, ერთი და იმავეს იმეორებენ. თუ ბოლომდე ჩავყვებით ყველაფერი დადის „გამჭვირვალობის  კანონამდე“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონამდე და ამ ყველაფრის შეფუთვას ცდილობენ თითქოს ეს არის დემოკრატიის უკუსვლის შედეგი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები