თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული.

კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დედაქალაქის მერი ასევე შეხვდა კლინიკაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს და უწმინდესს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები