17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა
17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა. პოეტი ბაღათერ არაბული სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს.
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
… მიდის ცხოვრება შიშით, სიფრთხილით.
სავსე ღალატით, წუხილით, დარდით
და მის კარებზეც ხშირად სიკვდილი
ადამიანის ღიმილით დადის…
და ეჩვენება, უთვალთვალებენ,
(არც ეჩვენება, ვინ იცის, იქნებ!)
და უსინჯავენ, როცა მთვრალია,
საკუთარ ოთახს, საბუთებს, წიგნებს…
ესალმებიან ქუჩაში შორით
და გაურბიან მის გვერდზე გავლას,
მას- უპირველესს პოეტებს შორის,
საქართველოსთვის საყვარელ გალას…
… ბოლოს გადაწყვეტს, რომ ამ უაზრო,
ამ დამღლელ დღეებს მოუღოს ბოლო
და უკანასკნელ წერილს უგზავნის
თავის ერთადერთ სიყვარულს -ოლოლს…
……დღეს კი… ღიმილით დაგვყურებს ციდან
და პოეზიის ღმერთთან საუბრობს;
ჩვენ ვერ შევწვდებით, იქ პარნასია,
იქ მისი სულის არის საუფლო…
ბაღათერ არაბული
ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი