ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს 23 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 108 დაშავდა.
ამის შესახებ ბორნოს შტატის პოლიცია იტყობინება.
„სამწუხაროდ, სულ 23 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 108-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო“, – ნათქვამია სამართალდამცავი ორგანოს X გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.