“ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება” – შალვა პაპუაშვილი

“ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად ვიდგეთ და ვილოცოთ მისთვის.

“ექიმების კონსილიუმი იყო და განიხილავენ, რა როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ, სამედიცინო ჩარევით, შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება,” – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები