ისრაელის არმიამ “ბასიჯის” მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ თეირანში ირანის “ბასიჯის” (ირანში არსებული პარამილიტარული ძალა) მილიციის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი მოკლა.
“ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული აპარატის ნაწილია“, – ნათქვამია ისრაელის სამხედროების განცხადებაში.
ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ოპერაცია ირანის დედაქალაქში მიმდინარე ფართომასშტაბიანი დარტყმების ფარგლებში განხორციელდა, რომლებიც ირანის სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურების წინააღმდეგ არის მიმართული.
ინფორმაციისთვის, “ბასიჯი” ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ პარამილიტარულ ძალას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება შიდა პროტესტების ჩასახშობად ხშირად იყენებს.