ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი „ხედვა“ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მაგრამ ვერ ახერხებენ ამის რეალიზაციას
“სამწუხაროდ, ბრიუსელში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი „ხედვა“ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მაგრამ ვერ ახერხებენ ამის რეალიზაციას,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ რიტორიკას კონკრეტული მიზანი აქვს, ეს არის ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია.
„სამწუხაროდ, ბრიუსელში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი „ხედვა“ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მაგრამ ვერ ახერხებენ ამის რეალიზაციას. ამიტომ მათი ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში რჩება ხოლმე რეალიზაციის გარეშე. ამ რიტორიკას კონკრეტული მიზანი აქვს, ეს არის ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია. ამავდროულად, ერთი არის რა უნდათ და რის პროპაგანდირებას ეწევიან საქართველოს გარშემო და მეორე არის – რეალობა. ამ რეალობას, ასე აუარო გვერდი და საერთოდ გვერდით გადადო ესეც არ გამოსდით ადვილად“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.