“თქვენც ილოცეთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და კიდევ გვიმყოფოს დიდხანს ჩვენი პატრიარქი” – მამა თეოდორე გაგნიძე
“უნდა ვილოცოთ და უფალს მოწყალება ვთხოვოთ”, – ამის შესახებ დეკანოზმა, თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თეოდორემ (გიგნაძე) ისაუბრა.
დეკანოზი კავკასიის მედიცინის ცენტრში სასულიერო პირებთან ერთად იმყოფება.
“უნდა ვილოცოთ და უფალს მოწყალება ვთხოვოთ. თქვენც ილოცეთ, რომ უფალმა შეგვიწყალოს და კიდევ გვიმყოფოს დიდხანს ჩვენი პატრიარქი,” – განაცხადა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.