ლევან მახაშვილი: 4 წელია ვამბობთ, რომ საქართველო კეთილსინდისიერად იცავს სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას

“4 წელია ამას ვამბობთ, რომ საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას”,- ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ყულევის პორტთან დაკავშირებით განუცხადა.

„ცდილობენ გაექცნენ იმ პასუხისმგებლობას მას შემდეგ, რაც ტყუილში ვამხილეთ. სულაც არ დადგებოდა ეს სიტუაცია თავად რომ მტკიცებით ფორმაში ბრალდებები არ განეცხადებინათ საქართველოს მისამართით. ყველაფერზე პასუხი იყო, საბოლოო ჯამში, თავად ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელმაც საკითხი განხილვიდან მოხსნა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არაფერიც არ ხდება ამ პორტში. მესმის, რომ შეიძლება ბევრს ჰქონდეს სურვილი რაღაც ხდებოდეს, რათა გააძლიეროს თავისი ბრალდებები, მაგრამ არაფერიც არ ხდება, არაფერი ახალიც არ მომხდარა. 4 წელია ამას ვამბობთ, რომ საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს ამ სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები