ტრამპი: ირანზე თავდასხმამ მესამე მსოფლიო ომი თავიდან აიცილა

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციამ მესამე მსოფლიო ომი თავიდან აიცილა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, დაიწყებოდა ბირთვული ომი, რომელიც მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდებოდა. რაც მთავარია, ეს იქნებოდა ომი, რომლის შემდეგაც არაფერი დარჩებოდა“, – თქვა მან.

ტრამპის მტკიცებით, აშშ-ის ირანზე თავდასხმის გარეშე, თეირანი ბირთვულ იარაღს მიიღებდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ისრაელსა და მთელ ახლო აღმოსავლეთზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები