გეოლოგი – სოფელ კურსებში არსებულ მდგომარეობაზე: მასშტაბები არ იზრდება, დაველოდოთ სრულ ინფორმაციას და გეოლოგიურ დასკვნაში მითითებული იქნება, რა მასშტაბებზე, რა გადაადგილებებსა და რა დინამიკზე გვაქვს საუბარი
“დღეის მდგომარეობით, კვლავ სტაბილურად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ კონკრეტულ ლოკაციებზე, ლოკალური უბნები კვლავ აქტიურდება”, – ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა სოფელ კურსებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გეოლოგმა განმარტა, პირველადი გეოლოგიური დასკვნა მომავალ კვირაში იქნება მზად.
“დაგვემატა ერთი ჯგუფი, დილიდან ვახორციელებთ მეწყრის კონტურის სრულ შემოვლას, რათა შევადაროთ გასულ დღეებში მომხდარ პროცესებს.
მასშტაბები არ იზრდება, დაველოდოთ სრულ ინფორმაციას და გეოლოგიურ დასკვნაში მითითებული იქნება, რა მასშტაბებზე, რა გადაადგილებებსა და რა დინამიკზე გვაქვს საუბარი, ასევე დადგინდება, კონკრეტულად რომელ ოჯახებს შეეხო. დაახლოებით 15 სახლი არის სრულიად დანგრეული, სახლების დარჩენილი უმეტესობა მძიმე დაზიანებითაა, რომელშიც ცხოვრება შეუძლებელია და პირადი ნივთებისთვის შესვლაც კი საშიშროების შემცველია. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ არ სცადონ საცხოვრებელ სახლებში შესვლა“, – აღნიშნა ანრი ნამიჭეიშვილმა.