თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, 900-მდე შენობა დაზიანდა

თურქეთის დასავლეთით, ქალაქ დენიზლისთან 8 აგვისტოს 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 868 შენობა დაზიანდა.
ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა, მურათ ქურუმმა განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 23 ადამიანს დასჭირდა, ყველა მათგანი უკვე ბინაზე არის გაწერილი.
როგორც ქურუმმა ჟურნალისტებს განუცხადა, აგვისტოს ბოლოს მეჩეთის რესტავრაცია დაიწყება, რომელიც ასევე დაზიანდა. გარდა ამისა, აშენდება 150 სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები