მარია ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს მიმართავს – “გააკეთეთ ეს თქვენი ქვეყნისთვის”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ქართველ ჟურნალისტებს ცხინვალში მოხვედრასთან დაკავშირებით არავისთვის მიუმართავთ.
მისი თქმით, მითია მტკიცება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართველ ჟურნალისტებს ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უშვებს.
„უბრალოდ, ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ არ სურთ, არ არიან მზად, რომ სამხრეთ ოსეთის სტუმრობისთვის განაცხადი გააკეთონ. არ არიან მზად, ჩავიდნენ, გააკეთონ რეპორტაჟები, ადამიანებს გაესაუბრონ, “სამხრეთ ოსეთის” ხელმძღვანელობას გაესაუბრონ; მათთვის ეს ან აკრძალულია, ან ესმით, რომ იმის დაწერას ან ტელევიზიით ჩვენებას, რასაც იქ დაინახავენ, ვერ შეძლებენ. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: თავს ძალა დაატანეთ და თუნდაც ამ ფრაზის ციტირება მოახდინეთ დამახინჯების გარეშე, თქვენი ქვეყნის სახელით გააკეთეთ ეს“, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები