მარია ზახაროვა: ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის არის მზად.
მისი თქმით, მითია განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ასეთ დიალოგს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამხრეთ ოსური” მხარე საქართველოს წარმომადგენლებთან ღია დიალოგისთვის არის მზად – ეს მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერ მიმდინარე საკითხსა და პრობლემაზე. ცხინვალმა თბილისს არაერთხელ შესთავაზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა და ის, რომ პირდაპირი გზით განეხილა დემარკაციის, დელიმიტაციის საკითხები. საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, ამ მიმართულებით მხარეებს დახმარება გაუწიოს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები