ლევან იზორია: სწავლება, თავისი მასშტაბით, ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით გვაქვს

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწავლება, თავისი მასშტაბითა და ფუქნციური დატვირთვით, ერთ-ერთი გამორჩეული სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში“, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების, Agile Spirit 2019-ის დახურვის ცერემონიალზე გააკეთა.

ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსასამხურეებს და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში სწავლების მასშტაბის გაფართოება იგეგმება.
„ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ მომავალი „მტკიცე სულის“ სწავლებების მასშტაბების გაფართოებას, რომელიც  როგორც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში, ისე მის ფუნქციურ დატვირთვაშიც აისახება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლების მასშტაბი ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვასაზრისით აქვს. „დინამიკა ორიენტირებულია მომავლისკენ და ამ დინამიკით ჩვენ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ სწორედ აქ, ერთი წლის წინ, ჩვენს მიერ გაცხადებულ სტრატეგიული მზადყოფნის მიდგომასთან, რომელიც ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადების და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მაღალ დონეს გულისხმობს. ამ მაღალი ხარისხის მზადყოფნის შეფასების, მისი გაზომვის საფუძველს გვაძლევს აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სიმაყით მინდა ვთქვა ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. სწავლების მთავარი გზავნილიც სწორედ არის „ძალა პარტნიორობაშია,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები