ინდოეთში გადაუღებელ წვიმას 17 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, ქერალას შტატში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 22 ათასი კი ევაკუირებულია.
რეგიონის ექსტრემალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ხალხის მისაღებად შტატში 315 ბანაკი გაიხსნა.
მაშველების ინფორმაციით, წყალდიდობაა ტერიტორიის უმეტეს ნაწილში. მათგან ოთხი რეგიონი გარესამყაროს მთლიანად არის მოწყვეტილი.
საფრთხის მაქსიმალური, წითელი დონეა გამოცხადებული.