ანატოლი ბიბილოვი: სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ, ადრე თუ გვიან, „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში დამნაშავეები, მათ შორის, სააკაშვილი დაისჯებიან“.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების დანაშაულებებთან დაკავშირებულ საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს“.
„ეს ადამიანები – 76 კაცი, სააკაშვილის ლიდერობით, საერთაშორისო ძებნაში არიან გამოცხადებული. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოსი ხალხის გენოციდთან პირდაპირ კავშირშია“, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები