ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი: ქართულ მხარეს პირისპირ უნდა ველაპარაკოთ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასტამურ ტარბას განცხადებით, „ქართულ მხარესთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლაა საჭირო“.
როგორც მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, „უნდა დავსხდეთ და პირისპირ ვისაუბროთ“.
„საგარეო საქმიანობა სახელმწიფოს ქმედების უმთავრესი ასპექტია. თუ ამ მიმართულებით გაურკვევლობაა, ეს საშინაო საქმეებზეც ისახება. ვფიქრობ, ქართულ მხარესთან პირდაპირ კონტაქტზე უნდა გავიდეთ. მოლაპარაკებებში სხვადასხვა შუამავალია ჩართული. მათი მიზნები ხშირად ჩვენს ამოცანებსა და მიზნებს არ ემთხვევა, განსაკუთრებით – დასავლეთის წარმომადგენლების. უნდა დავსხდეთ და პირისპირ ვისაუბროთ. პირველ ყოვლისა, ჩვენი მოთხოვნები უნდა წარმოვადგინოთ“, – აღნიშნა ასტამურ ტარბამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები