ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი 2008 წლის მოვლენებს “გენოციდად” გამოაცხადებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალი ოსების “გენოციდად” არა მარტო 1920 წლის მოვლენებს, არამედ 2008 წლის ომსაც გამოაცხადებს.
„დიახ. ამაზე მიდის საუბარი. ეჭვგარეშეა, რომ ამას 1920 წლის გენოციდს მივამატებთ“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 1920 წელს ოსებს შორის დანაკარგი გაცილებით დიდი იყო, პატარა ერისთვის 500-კაციანი დანაკარგიც დიდია.
„ბევრი გვეკითხება – რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ფაქტი გენოციდად იქნას აღიარებული? ჩვენთვის 500 დაღუპული უკვე გენოციდია. იმ ერებისთვის, რომლებსაც 10 ან 20 მილიონი ადამიანი ჰყავთ, 500 ადამიანის დაკარგვა, შეიძლება, უმნიშვნელო იყოს, მაგრამ, ჩვენნაირი პატარა ეთნოსისთვის 500 კაცი ზუსტადაც გენოციდია“ – განმარტა ბიბილოვმა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები