ევროპაში ამერიკის სარდლობა საქართველოში მიმდინარე Agile spirit 2019-ის სწავლებას ეხმიანება (ვიდეო)

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებას – Agile spirit 2019-ს ეხმიანება და ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
საქართველოში სამხედრო სწავლება მრავალეროვნული სწავლება 27 ივლისიდან მიმდინარეობს და 9 აგვისტოს დასრულდება.
მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს: საქართველოდან, აშშ-დან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მონტენეგროდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.
Agile Spirit 2019 სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს: სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე.
მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები