რუსეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს – რაზე ისაუბრეს ხაჯიმბამ და პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისად ჩატარდება.
ამის შესახებ პუტინმა სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი შეხვედრა აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებამდე ტარდება და მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ ის დემოკრატიულ პრინციპებთან მკაცრს შესაბამისობაში იქნება და სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ასევე, ეკონომიკური შემადგენლის სტაბილურ განვითარებასა და დემოკრატიულ სტაბილურობას“, – აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, ხაჯიმბამ პუტინს ინვესტპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზების ანგარიში ჩააბარა.
„დასრულების სტადიაზეა სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტები: სკოლები და საბავშვო ბაღები. მიმდინარეობს სამუშაოები ენერგოსისტემასთან დაკავშირებით. იგება გზები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომლებიც ჩვენს თავდაცვით უწყებებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს შეეხება“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, სოხუმის აეროპორტიდან „საერთაშორისო რეისების“ განხორციელების საკითხი არ განიხილებოდა, რაც ხაჯიმბამ შეხვედრამდე დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები