ცხინვალი თბილისისგან, ურთიერთობის „ნორმალიზებისთვის“ “სამხრეთ ოსეთის გენოციდის” აღიარებას ითხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, „საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობაა, რომ მან სამხრეთ ოსეთის გენოციდი და მისი დამოუკიდებლობა აღიაროს“.
„არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს იმიტომ, რომ ის არის სახელმწიფო, რომელიც ოსი ხალხის გენოციდით იყო დაკავებული – ასეთ სახელმწიფოსთან ვერანაირი ურთიერთობა გვექნება – გენოციდის აღიარების გარეშე; ასევე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების გარეშე“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, საქართველოში ვერ ხედავს გამბედავ პოლიტიკოსებს, ვინც ამას შეძლებდა.
„საქართველოში ვერ ვხედავ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ასეთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პოლიტიკური სიმამაცე აღმოაჩნდებოდა, ვინც ამას გააკეთებდა“, – აცხადებს ბიბილოვი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები