ცხინვალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ე.წ.სამხრეთ ოსეთი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვარს კეტავს.
აღნიშნული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკავშირდება.
ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი დღეს, 20:00 საათზე 9 აგვისტოს დილის 6:00 საათამდე ჩაიკეტება.
2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები