გაგრაში რუსი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში 35 წლის რუსი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო.
ზღვიდან მისი ცხედრის ამოყვანა 5 აგვისტოს, გვიან ღამით მოხერხდა.
გარდა ამისა, გუშინვე ზღვაში ოჩამჩირეს მკვიდრი, 19 წლის მოზარდი დაიხრჩო, თუმცა მისი ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შავ ზღვაში 5 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები