ბათუმში, საშაურმეში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დაჭრეს, დაწყებულია გამოძიება

ბათუმში გვიან ღამით 25 წლამდე ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.
როგორც „კვირას“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ამასთან, როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში აღნიშნეს, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები