შსს-მ თბილისში უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული მ.ჟ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ჟ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „ნაგანის“ მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები