პროკურატურაში “რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა დასრულდა. მისი თქმით, გამოძიებას კითხვები უმთავრესად მისი “რუსთავი 2”-ის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს, არხის შემოსავლებს ეხებოდა.

“მოწმის სახით ვიყავი დაკითხული. კითხვები უმეტესად იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც “რუსთავი 2″-ის ფინანსური დირექტორი ვიყავი, ანუ 2015 წელს. ძირითადად, ამ დროის შემოსავლები აინტერესებდათ, ხარჯები ნაკლებად. გარკვეულ შემოსავლებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, სარეკლამო დროის და ა.შ., რაც უმთავრესი შემოსავლის წყაროა ტელევიზიისთვის. გაუთქმელობის ხელწერილზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებში ვერ შევალ. ამ ეტაპზე, საკმაოდ ზოგადი კითხვები იყო”,- განაცხადა დამენიამ.

შეგახსენებთ, რომ კახა დამენია მთავარ საგამოძიებო უწყებაში „რუსთავი 2“-სა და „ინტერმედიას“ შორის, ფინანსური ოპერაციების დეტალების გასარკვევად დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები