პროკურატურაში „რუსთავი2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს. იგი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად იმყოფება. მისი დაკითხვა “რუსთავი 2” -ის ფინანსური დაზარალების საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

კახა დამენია მთავარ საგამოძიებო უწყებაში „რუსთავი 2“-სა და „ინტერმედიას“ შორის, ფინანსური ოპერაციების დეტალების გასარკვევად დაიბარეს.

​ცნობისათვის, კახა დამენია „რუსთავი2“-ში ფინანსურ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები