ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჭ.წ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები