ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ვლადიმირ პუტინმა სოხუმში თანაშემწე გაგზავნა

ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი იმყოფება.
სურკოვი დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაზე 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის რეალიზების საკითხები განიხილებოდა. პროგრამა ე.წ. რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ასევე, მოხდა 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პარამეტრების მიმოხილვა.
სურკოვმა ვიზიტის ფარგლებში გაგრასა და გუდაუთის რაიონებში სამშენებლო ობიექტები დაათვალიერა; გარდა ამისა, ელექტროქვესადგური „გაგრა-1″ ნახა, რომელიც საინვესტიციო პროგრამის თანხებით აშენდა.
25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც კენჭს ე.წ. მეორე ვადით რაულ ხაჯიმბა იყრის.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები