საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოში საქართველოს 1968 წელს დაბადებული მოქალაქე, ალექსანდრე კაპანაძე 23 ივლისს დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, კაპანაძე „დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“.
კაპანაძეს გალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები