სოხუმი რუსი ტურისტებისთვის „ბრძოლაში“ ჩაება

იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა და ტუროპერატორებს საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა აქვთ შეზღუდული, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი, ტურისტების მოზიდვის მიზნით, მარკეტინგულ ხრიკს მიმართავს.
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საგზურების ღირებულება რუსი ტურისტებისთვის შემცირდა.
ამის შესახებ მედიას რუსეთის საზოგადოებრივი პალატის საზოგადოებრივი დიპლომატიის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ, ელენა სუტორმინამ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, ორკაციანი საგზური 21 ათასი რუსული რუბლი ღირს (980ლარი), 11 დღე კი 34 ათასიდან ჯდება (1600 ლარი).
გარდა ამისა, საგზურების ფასი დაწიეს თურქეთში, საბერძნეთში, კვიპროსსა და ესპანეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები