ცხინვალი რომს ე.წ. რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სთხოვს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი იტალიას ე.წ. რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ იტალიაში ე.წ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაურო მურჯამ განაცხადა.
მისი თქმით, დადგა დრო, რომ იტალიამ, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს“.
მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი მოუწოდებს ყველა ევროპულ ერს, მოიშორონ სტერეოტიპები, რომლებიც მათ ევროპის ფარგლებს გარეთ მყოფებმა მოახვიეს თავს“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.
ცხინვალის „დამოუკიდებლობას“, ასევე, ცნობს, ვენესუელა, სირია, ნიკარაგუა და ნაურუ, ასევე, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები