ხულოში ლიტერატურული კონკურსი “პეგასი” მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

დღეს ხულოში ლიტერატურულ კონკურს „პეგასის” პირველი ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კონკურსის მონაწილეებმა პროზასა და პოეზიაში ადგილზე შექმნილი ნაწარმოებები წარმოადგინეს.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ​ღონისძიების ფარგლებში კონკურსის მონაწილეებმა ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო ბილიკი გაიარეს, სადაც მიღებული შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანეს. შემდეგ უკვე, შექმნილი ნაწარმოებები სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. პირველ ტურში 7 საუკეთესო ავტორი შეირჩა, რომლებიც 30 ივლისს ხიხანის ციხეზე გაემგზავრებიან, სადაც კონკურსის მეორე ტური გაიმართება.
მეორე ტურში კონკურსის მონაწილეები წინასწარ შერჩეულ თემატიკაზე დაწერენ ნაწარმოებებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები. კონკურსში 16-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში. პროექტის მხარდამჭერები ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და IRE PALACE GODERDZI არიან. პროექტის ორგანიზატორები კი – ნანა შაინიძე და რამაზ ხმალაძე. აღნიშნული კონკურსი ტრადიციის სახეს მიიღებს და მომდევნო წლებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბით და ახალი იდეებით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები