ჩხოროწყუს მერმა სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, მოადგილე თამარ ქობალიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სახლში ესტუმრა, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხვადასხვა სახის პროდუქტისგან შემდგარი საახალწლო ნობათი სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობოლ ბავშვებს, ვეტერანებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ.
“ასევე, საახალწლო ნობათს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის ოჯახები ,,წითელი ჯვრის საზოგადოების” ჩხოროწყუს ფილიალისგან, მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიიღებენ.
საახალწლო ნობათს სულ 200-მდე ოჯახი მიიღებს,”- წერია ინფორმაციაში.