თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოს საზღვრიდან სუპერმარკეტის დახლამდე ვიდრე მოხვდება ესა თუ ის პროდუქტი ფასნამატი დაახლოებით შეიძლება აღწევდეს 86%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია

l“საქართველოს საზღვრიდან სუპერმარკეტის დახლამდე ვიდრე მოხვდება ესა თუ ის პროდუქტი ფასნამატი დაახლოებით შეიძლება აღწევდეს 86%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა სურსათზე ფასების კლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოებები და სხვა წინაპირობები ქმნის საჭიროებას, რომ ამ საკითხის შესწავლა განხორციელდეს უფრო სიღრმისეულად.

“საქართველოს საზღვრიდან სუპერმარკეტის დახლამდე ვიდრე მოხვდება ესა თუ ის პროდუქტი ფასნამატი დაახლოებით შეიძლება აღწევდეს 86%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს გარემოებები და სხვა წინაპირობები ქმნის საჭიროებას, რომ ამ საკითხის შესწავლა განხორციელდეს უფრო სიღრმისეულად, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, დისკუსია იყოს საჯარო, რასაც უზრუნველყოფს საგამოძიებო კომისია.
სუს-მა ამაზე უკვე თავის მხრივაც დაიწყო მუშაობა და ამ თემის შესწავლა. არაფერია გამორიცხული. თუ დადასტურდება, რომ ვინმე ლობირებს ამ კარტელურ გარიგებას, ასეთი ტიპის ლობისტი არის მტერი ჩვენი სახელმწიფოსი და არაკეთილმოსურნე ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის. ასეთი ფორმით ხელის მოთბობა, გარიგებების დადება, მონოპოლია და ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი.

ეს პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი იყო ხელისუფლებაში, როდესაც ისინი სპობდნენ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას და სისხლის სამართლის კოდექსიდან იქნა შესაბამისი მუხლები ამოღებული. ახლა დაირაზმნენ და პირდაპირ ნიაღვარი მომდინარეობს მორიგი სიყალბისა, ვრცელდება სხვადასხვა მცდარი ინფორმაცია და ამ განცხადებებით არიან იმ პოზიციაზე, რომ ფასებმა არ უნდა დაიკლოს და რაც შეიძლება ძვირი უნდა იყოს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პროდუქცია“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები