თორნიკე ჭეიშვილი: კარგი იქნებოდა, რომ თავისივე ანგარიშებსა და დასკვნებს ენდობოდნენ შესაბამისი ევროსტრუქტურები და ევრობიუროკრატია

“კარგი იქნებოდა, რომ თავისივე ანგარიშებსა და დასკვნებს ენდობოდნენ შესაბამისი ევროსტრუქტურები და ევრობიუროკრატია,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში უკომპრომისო იქნება.

„ამ რეიტინგებში საქართველოს დაწინაურება, რა თქმა უნდა, არის როგორც შესაბამისი საკანონმდებლო რეფორმების, ასევე, იმ პრაქტიკული ღონისძიებების შედეგი, რაც კორუფციის წინააღმდეგ ტარდება. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ამისთვის ყველაფერი კეთდება დღეს საქართველოს ხელისუფლების, მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. ბუნებრივია, ბოლომდე ვიქნებით ამ კურსის ერთგულნი, რასაც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა ჰქვია“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები