მაკა ბოჭორიშვილი: კაია კალასს არ შევხვედრივარ და არც დიდი სურვილი მაქვს

“კაია კალასი, წესით და რიგით, არის იმ გადაწყვეტილებების შემსრულებელი, რასაც 27 წევრი ქვეყანა მიიღებს, მისი ქმედებები უნდა გამომდინარეობდეს 27 ქვეყნის ინტერესებიდან და არა ვიწრო ინტერესებიდან, რომელსაც ის ძალიან ხშირად გამოხატავს”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

“კაია კალასს არ შევხვედრივარ და სიმართლე გითხრათ, არც დიდი სურვილი მაქვს შეხვედრის. გადაწყვეტილებებს როგორ იღებს და რამდენად იღებს, ეს კიდევ ცალკე საკითხია და ვის ემსახურება ის გადაწყვეტილებები, რასაც ის იღებს, ესეც კიდე ცალკე საკითხია. ეს შეგიძლიათ, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰკითხოთ, რამდენად კმაყოფილები არიან კაია კალასის მოქმედებით და კაია კალასის გადაწყვეტილებებით. ეს სამწუხარო რეალობაა ევროკავშირის ბიუროკრატიაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ევროკავშირის გადაწყვეტილებებს 27 წევრი ქვეყანა იღებს. შესაბამისად, კაია კალასი, წესით და რიგით, არის იმ გადაწყვეტილებების შემსრულებელი, რა გადაწყვეტილებასაც 27 წევრი ქვეყანა მიიღებს და აქედან გამომდინარე, მისი ქმედებები უნდა გამომდინარეობდეს 27 წევრი ქვეყნის ინტერესებიდან და არა – ძალიან ვიწრო ინტერესებიდან, რომელსაც ის ძალიან ხშირად გამოხატავს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები