ჩრდილოეთ ტანზანიაში, კილიმანჯაროს მთაზე სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ავიაკატასტროფა მთამსვლელ მარშრუტზე მოხდა, რომელიც მწვერვალსა და ბარაფუს ბანაკს შორის, დაახლოებით, 4000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციას ატარებდა და კილიმანჯაროზე ჩარჩენილი ორი მთამსვლელი გადმოჰყავდა.
მთამვლელების გარდა, დაღუპულთა შორის არიან — პილოტი, მთის გიდი და ექიმი, რომელიც სამაშველო ჯგუფის წევრი იყო.
ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.
როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, კილიმანჯაროს ტერიტორიაზე ვერტმფრენის ავარიები იშვიათია. ბოლო ინციდენტი 2008 წელს მოხდა, როდესაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.


