ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის რესურსი არის განულებული და თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე
ოპოზიციის რესურსი არის განულებული და თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ოპოზიციურ ერთობას რაიმე რესურსი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არა.
„არავითარი რესურსი არ არსებობს, თქვენ ნახეთ ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში რა რესურსი გამოავლინა ოპოზიციამ. მათი რესურსი არის განულებული და თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.