მარნეულში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, შუადღის საათებში მოხდა. სახლში შუა ხნის ქალი იმყოფებოდა, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია 14 000 ლარი და ძვირფასეულობა.
როგორც ” კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.