პრემიერი: გვყავს ღირსეული დიპლომატიური კორპუსი, ელჩები, რომლებიც შესაძლებლის მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები, მინდა, თითოეულ ელჩს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გასულ წელს გააკეთეს
ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული დიპლომატიური კორპუსი, ძალიან ღირსეული ელჩები, რომლებიც შესაძლებლის მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები, შესაბამისად, მინდა, თითოეულ ელჩს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გასულ წელს გააკეთეს, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რომელიც მომავალ წელთან დაკავშირებულ პროგნოზებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე.
„გლობალურ პროცესებზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება პროცესები ევროკავშირში, როგორ წარიმართება პროცესები აშშ-ში, როგორ წარიმართება უკრაინის ომთან დაკავშირებული პროცესები. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რასაც ვახერხებდით წინა წლების განმავლობაში წარმატებით, იმას გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაშიც“, – განაცხადა პრემიერმა.