ირაკლი კობახიძე – ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით კორუფციის შემცირების მიმართულებით, ამ კუთხით გარდამტეხი იყო გასული რამდენიმე თვე, მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია ჩვენს ქვეყანაში
ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით კორუფციის შემცირების მიმართულებით, ამ კუთხით გარდამტეხი იყო გასული რამდენიმე თვე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალშიც მაქსიმალურად გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია ქვეყანაში.
„ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა კონკრეტული ამბიციური ამოცანა. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და რეიტინგებში უკვე დაფიქსირებული ზრდა, უკვე დაფიქსირებული დადებითი ცვლილებები, არის ამის გამოხატულება. მომავალშიც მაქსიმალურად განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.