საერთაშორისო იურიდიული ჰაბი იურიდიულ ბაზარზე შემოდის
საერთაშორისო იურიდიული ჰაბი — ახალი, სანდო, პროფესიონალური იურიდიული მომსახურების პლატფორმა, რომელიც უზრუნველჰყოფს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც ფიზიკური, ისე — იურიდიული პირებისათვის.
ჰაბის გუნდს წარმოადგენენ ადვოკატები, იურისტები და სამართლის ექსპერტები და მისი მიზანია ხარისხიანი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიწოდება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე.
საერთაშორისო იურიდიული ჰაბი გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას სამართლის ყველა მიმართულებით და ჰაბის სერვისები მიმართულია, როგორც ფიზიკურ პირებზე, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და არაკომერციულ სექტორზე.
სისხლის სამართალი: ჰაბი დაიცავს თქვენს უფლებებს სისხლის სამართლის საქმის ყველა ეტაპზე — დაცვის სტრატეგიის შემუშავების, სასამართლოში წარმომადგენლობის, წინასასამართლო პროცედურების სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივი საკითხების შესახებ კონსულტაციების ჩათვლით.
სამოქალაქო სამართალი: გთავაზობთ ქონებრივ, მემკვიდრეობით და სხვა სამართლებრივ დავებზე მომსახურებას, რომელიც მოიცავს ხელშეკრულებების ანალიზს და შედგენას, ზიანის ანაზღაურებასა და საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეების სამართლებრივ მხარდაჭერას.
ადმინსიტრაციული სამართალი: უზრუნველგყოფთ სახელმწიფო სტრუქტურებთან სამართლებრივი კოორდინაციისა და ადმინისტრაციული პროცედურების მართვის სერვისით.
ბიზნესისა და კომერციული სამართალი: გთავაზობთ ისეთი სერვისებს, როგორებიცაა ბიზნესის რეგისტრაცია, კონტრაქტების მომზადება და შრომითი სამართლისა და დავების მოგვარება.
საერთაშორისო სამართალი და ემიგრაციის მიმართულება: ჰაბის სერვისი მოიცავს საერთაშორისო წარმომადგენლობას, დოკუმენტების ლეგალიზაციას/აპოსტილს და კონსულტაციებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მიმართვის საკითხებზე.
საოჯახო სამართალი: გთავაზობთ ოჯახისა და ბავშვის ინტერესების სამართლებრივ მხარდაჭერას — განქორწინების, მეურვეობის და ალიმენტთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ქონებრივი დავებისა და მემკვიდრეობის საკითხების სამართლებრივ გადაწყვეტას.
ამასთანავე, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის სერვისი, მოიცავს ალტერნატიული დავების გადაწყვეტასაც, მათ შორის მედიაციას, მოლაპარაკებების წარმოებასა და შეთანხმებების სამართლებრივ გაფორმებას.
ჰაბი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა იურისტებსაც და პროფესიული განვითარებისთვის სთავაზობს სხვადასხვა პროგრამას: სამართლებრივ ტრენინგებსა და პრაქტიკას, ასევე სტაჟირებასა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კურსებს.
საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მთავარი პრინციპებია სანდოობა, პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომობა და იგი წარმოადგენს სანდო პარტნიორს სამართლებრივ გზაზე.
R