გარდაიცვალა ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა ინგა თევ­ზა­ძე

84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის” მო­ცეკ­ვა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ინგა თევ­ზა­ძე.

ინგა თევ­ზა­ძე ნინო და ილიკო სუხიშვილების დედაა.

“R. I. P. გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი ლა­მა­ზი ინგა”,- წერს ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ინგა თევზაძე
1961 წლიდან ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) სოლისტი იყო, მის მიერ წარმატებით შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია: “სიმდი”, “ხონგა”, “აჭარული”. 1990 წლიდან – ბალეტმეისტერი. მონაწილეობას იღებდა ანსამბლის მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს. მისი შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, არტისტიზმი, პლასტიკურობა. მიღებული აქვს 1967 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1967). ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები