ალექსანდრე ზაბახიძემ, ბოლნისში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ მოადგილე თურალ ვალიევთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათი  „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა, ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადასცეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები