ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საახალწლო ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
“ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. იგი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
