სოხუმის ზღვის სანაპიროსთან საფეხმავლო გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა
სოხუმში, კაფე „პინგვინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო ზოლის მიმდებარედ, საფეხმავლო გზის ნაწილი ჩაინგრა.
ამჟამად, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
კაფე „პინგვინში“ ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზღვის ტალღები სანაპირო ზოლს აზიანებეს, თუმცა აქამდე ასეთი მასშტაბის ნგრევა არ ყოფილა.
ამასთან, აცხადებენ, რომ გზას საკუთარი სახსრებით შეაკეთებენ.